საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტეს სამეფო სავარძელი აუქციონზე 500 ათას ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის სახლი Osenat-ი იტყობინება.
აუქციონი ფრანგი მონარქების ისტორიულ ფონტენბლოს რეზიდენციაში გაიმართა. „იმპერატორის სამეფო სავარძელი 500 ათას ევროდ გაიყიდა“, - განაცხადეს Osenat-ში. ახალი მფლობელის ვინაობა არ სახელდება.
აუქციონის დაწყებამდე Osenat-ი სამეფო სავარძელს 60-80 ათას ევროდ აფასებდა.
ცოტა ხნის წინ ასევე გაიყიდა ნაპოლეონ ბონაპარტეს სამი სასიყვარულო წერილი, რომლებიც მან თავის მეუღლეს - ჟოზეფინას გაუგზავნა. წერილები საფრანგეთში Drouot-ის აუქციონზე 510 ათას ევროდ გაიყიდა.