ევროპარლამენტის დეპუტატებმა დაამტკიცეს კანონპროექტი, რომლის თანახამდ, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის შემდეგ შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურებენ.
უვიზო რეჟიმს მხარი 502-მა დეპუტატმა დაუჭირა, 81-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო 29 დეპუტატმა თავი შეიკავა.
დოკუმენტის თანახმად, ბრექსიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები შენგენის ზონაში ნებისმიერი 180 დღიდან 90 დღეს დარჩებიან.
კანონპროექტი, რომელმაც ევროკავშირის საბჭოსგან ფორმალური თანხმობა უნდა მიიღოს, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 12 აპრილამდე უნდა გამოქვეყნდეს.
ორგანიზებული ბრექსიტის შემთხვევაში ეს წესები მოქმედებას გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ დაიწყებს, რომელიც სავარაუდოდ 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება, შეთანხმების გარეშე ბრექსიტის შემთხვევაში კი გამოსვლის მომენტიდან - 2019 წლის 29 მარტიდან, თუ ეს თარიღი მხარეების შეთანხმების საფუძველზე არ შეიცვლება.