ესტონეთის პრეზიდენტი კრესტი კალიულაიდი მიიჩნევს, რომ სასკოლო განათლების სისტემაში რუსული ენა ესტონურ ენასა და კულტურას საფრთხეს უქმნის.
„ორენოვანი სასკოლო სისტემის უვადო გაგრძელება ესტონური ენისა და კულტურის არსებობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ ერთი სახელმწიფო ენა გვაქვს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სახელმწიფო ენას ფლობდეს ყველა ბავშვი, რომელიც საბავშვო ბაღიდან სკოლაში მიდის და ყველა ის ადამიანი, ვინც სკოლას ამთავრებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე.
პრეზიდენტის აზრით, ესტონური ენის ფლობის დაბალი დონე წარმოადეგნს მთავარ ფაქტორს დედაქალაქსა და სხვა მსხვილ ქალაქებში რუსული თემის წარმომადგელების სოციალურ იზოლაციას.