გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლების საკითხებში ვოლტერ კელინმა დევნილების გრძელვადიანი განსახლების გადაწყვეტილებების თაობაზე უწყებათაშორისი მუდმივი კომიტეტის განახლებული კონცეფციის პრეზენტაცია გამართა.
როგორც კონფერენციაზე კელიმა აღნიშნა, იგი საქართველოში პირველად 2005 წელს ჩამოვიდა, როდესაც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ.
"სასწრაფოდ უნდა გადაგვეწყვიტა დევნილების პრობლემები, ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომლის განხორციელების კუთხით საქართველოს მთავრობამ დიდ წარმატებებს მიაღწია, თუმცა პრობლემები კიდევ რჩება კერძოდ კი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმება", - აღნიშნა კელიმა.
განახლებულ დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ დევნილების პრობლემების მოგვარებაში ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გარდა სხვა სამთავრობო უწყებებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ.
"უნდა მოხდეს მიმდინარე ძალისხმევის ფოკუსირება ადგილობრივ ინტეგრაციასა და გადასახლებაზე ქვეყნის იმ ნაწილებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკონტროლებს. ნაწილობრივი საბრუნების საკითხი ასევე შეიძლება წამოიჭრას გალის რეგიონში, ასევე ზემო კოდორში სვანი ოჯახების დაბრუნების ან ახალგორის რაიონში დაბრუნების შემთხვევაში.
უსაფრთხოების სიტუაციის გათვალისწინებით, გლუკს ამჟამად არ შეიძლია აქტიურად შეუწყოს ხელის ამგვარ დაბრუნებას, თუმცა აგრძელებს დევნილების დახმარებას.
ამასთან, ადგილობრივი ინტეგრაცია ან სხვაგან განსახლება "დაბრუნების შესაძლებლობის არ არსებობის გარეშე არ უნდა შეფასდეს, როგორც დევნილების დაბრუნების უფლების ჩამორთმევა ან უარყოფა", - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ დევნილი მოსახლება დისკრიმინაციას არ განიცდის, თუმცა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ საქმიანობაში უნდა მოხდეს ქალების აქტიურად ჩაბმა.
კალინის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ასევე საუბარია იმ პრობლემებზე, რომელიც დევნილებთან დაკავშირებით დღემდე არსებობს.
ამ წუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია გრძელდება, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, გაეროს, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლები ესწრებიან.