ხომ შექმენით ჩვენ, რაღაც სათაყვანებელი ეთიკის კომისია? იქ შეგვაქვს საჩივარი და გვინდა ჩუგოშვილის ეს არაეთიკური და დისკრიმინაციული საქციელი ეთიკის კომისიაზე განიხილონ, - განაცხადა პარლამენტის წევრმა ‘პატრიოტთა ალიანსიდან“ ადა მარშანიამ.
„გთხოვთ, ნახეთ გუშინდელი სხდომის ჩანაწერის ის მონაკვეთი, სადაც ბატონი ემზარ კვიციანი კანონპროექტს მოახსენებდა პარლამენტს. ქალბატონმა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა მას მიკროფონი გამოურთო და შეაფასა მისი გამოსვლა და მოხსენება, როგორც დისკრიმინაციული და არაეთიკური. უფრო მეტიც, მან გაბედა და გამოურთო ბატონ ემზარ კვიციანს გამოურთო მიკროფონი იმ დროს, როცა ბატონი ემზარი ჩვენი სულიერი წინამძღოლის, ჩვენი პატრიარქის ქადაგებას კითხულობდა, ციტირებდა და ესეც შეაფასა როგორც დისკრიმინაციული, არაეთიკური ტექსტი და საქციელი. ხომ შექმენით ჩვენ, რაღაც სათაყვანებელი ეთიკის კომისია? იქ შეგვაქვს საჩივარი და გვინდა ჩუგოშვილის ეს არაეთიკური და დისკრიმინაციული საქციელი ეთიკის კომისიაზე განიხილონ. აღშფოთებულია მოსახლეობა, ჩვენი საზოგადოება და მინდა გითხრათ ქალბატონო თამარ, თქვენს ბოდიშსაც არ იღებს, იცით თქვენ?!“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
პარლამენტში ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი წარადგინა. ემზარ კვიციანი კანონიდან არსებული ტერმინების – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვდა. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ჩამარ ჩუგოშვილმა კვიციანის კანონპროექტს დისკრიმინაციული უწოდა.