ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას სტალინი, ჰიტლერი და „ისლამური სახელმწიფო თავისუფლების მტრებად მოიხსენია.
„თავისუფლებას ჰყავს მტრები და ისინი უნდა გავაჩეროთ. თუ ეს არ გამოვა, უნდა ვიბრძოლოთ. ჰიტლერის გაჩერება შეუძლებელი იყო მშვიდობიანი პროტესტებით, სტალინის - სიტყვებით, ხოლო „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება შეუძლებელია დიალოგით“, - განაცხადა მან.
სტოლტენბერგის თქმით, თავისუფლების მომავალმა მტრებმა, შესაძლოა, ისევ აირჩიონ ძალადობა.
„მხოლოდ ჩვენი სურვილი მშვიდობის დასამყარებლად საკამარისი არ არის. უნდა ვიმოქმედოთ და ინვესტიციები ჩავდოთ. მოკავშირეებმა უნდა დახარჯონ მეტი თავდაცვაზე“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგი აშშ-ში ნატო-ს 70 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩავიდა. დღეს ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება.