4 აპრილს 11 საათზე ISET-ში პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში გაიმართება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შესრულების განხილვა.
შეხვედრაზე სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი მიმოიხილავს სააგენტოს საქმიანობას და ისაუბრებს მომავალ გეგმებზე.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი წარადგენს რეფორმის შესრულების მაჩვენებლებს და კვლევას "მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის შესახებ“.
პროექტს ახორციელებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი USAID G4G-ისა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით და მისი მიზანია ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.