ვენესუელის საკანონმდებლო ასამბლეამ ქვეყნის დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა, რაც ხელისუფლებას მისი დაპატიმრების შესაძლებლობას მისცემს.
ნიკოლას მადუროს მიერ კონტროლირებადი საკანონმდებლო ასამბლეის გადაწყვეტილების თანახმად, უზენაეს სასამართლოს გუაიდოს წინააღმდეგ სასამართლო პროცესის გაგრძელებას შეძლებს.
გუაიდომ მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ მადუროს მომხრეები ცდებიან თუ ფიქრობენ, რომ მასზე მსგავსი თავდასხმებით იმედს მოკლავენ. „თუ მადუროს რეჟიმი გაბედავს, გამიტაცებს და სახელმწიფო გადატრიალებას მოახდენს, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ძალა გამოვიყენოთ. დიქტატორს მხოლოდ უხეში ძალა აქვს, ჩვენ კი გვაქვს ხალხის ძალა, რომელიც სავსეა სიმტკიცით უზურპუცაის შეწყვეტის მისაღწევად“, - წერს გუადიო.
ხუან გაუიდომ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად თავი 23 იანვარს გამოაცხადა. მას მხარს უჭერს აშშ, ევროკავშირი და ბევრი სხვა ქვეყანა, მათ შორის საქართველოც. ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა რუსეთმა, ჩინეთმა, თურქეთმა და მექსიკამ გამოუცხადა.