აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კიდვ ერთმა ქალმა დაადანაშაულა „არასათანადო შეხებაში“. ემი ლაპოსი, სავარაუდო შევიწროების მსხვერპლი, ყვება, რომ ბაიდენმა მისი სახე თავის ხელებს შორის მოიქცია და ცხვირზე ცხვირი მიადო. შემთხვევა 10 წლის წინ მოხდა.
ცოტა ხნით ადრე, ლუსი ფლორესი ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჯო ბაინდემა კეფაზე უნებართვოდ აკოცა.
ბაიდენი გამოეხმაურა ბრალდებებს და კატეგორიულად უარყო ის.
ჯო ბაიდენი ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. შესაძლოა, მან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.