ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში ტყის ხანძრის ჩაქრობის დროს დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა.
მანამდე ვრცელდეობდა ინფორმაცია 24 მეხანძრის დაღუპვის შესახებ. ყველა დაღუპული ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა, ცეცხლი იალუნცზიანის დასახლებულ პუნქტთან ტყის მასივში, შაბათს გაჩნდა. სამი გარდაცვლილი ადგილობრივი სახანძრო განყოფილების თანამშრომელი იყო, 27 კი ტყის ხანძრების ლიკვიდაციის სპეციალიზირებული ჯგუფის წევრი.
ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 690 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან 30 მას შემდეგ დაიკარგა, რაც ძლიერი ქარის გამო ცეცხლმა სიჩქარე და გავრცელების მიმართულება შეიცვალა.
ორდღიანი ძებნის შემდეგ ყველა დაკარგული დაღუპულად გამოცხადდა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაცია გრძელდება.