დღეს, 11 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში ბრალდებულთა პროცესი სახელმწიფო ბრალდების მოწმეთა დაკითხვით განახლდება. დაიკითხებიან მუხროვანის ბატალიონის თანამშრომლები და რეინჯერები.
საქმეს თბილისის საქალაქო სასამრთლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანი იხილავს. განსასჯელი 28 სამოქალაქო და სამხედრო პირია. 13 ბრალდებულთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა.