რეგენერაციის ნანო მოწყობილობა, რომელიც „ერთი შეხებით კურნავს“
წარმოიდგინეთ, რომ საშინელ ავარიაში მოყევით და სასწრაფო დახმარების მანქანას გადაყავხართ საავადმყოფოში. ამბულატორიის მიმღებიდან საშინელი ტკივილებით გათავსებენ საოპერაციოში, ამ დროს შემოდის ქირურგი და ფეხზე, რომელიც მოსაკვეთია გადებთ სიმბარათის ზომის მოწყობილობას. თქვენ კი შეხებისთანავე გიქრებათ ტკივილი...
ეს მოწყობილობა ოჰაიოს უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შეიქმნა, რომელსაც შეუძლია თქვენს ორგანიზმში უჯრედების ხელოვნური წარმოქმნის იმპულსირება. ნანომოწყობილობა ორი ნაწილისგან შედგება: ფიზიკური და ბიოპროგრამირების ჩიპისგან. მოწყობილობა ისეა პროგრამირებული, რომ თქვენს დაზიანებულ კანზე მოთავსებისას უჯრედებს ფორმირების ბრძანებას აძლევს. შედეგად თქვენი კანი იწყებს უსწრაფეს რეგენერაციას და ამპუტირების რისკები პრაქტიკულად ნულს უტოლდება.
ნანო ნემსი, რომელიც ცხიმებს წვავს
ზრდასრულ ასაკამდე ადამიანს ორგანიზმში ორი ტიპის ცხიმი უგროვდება: ყავისფერი და თეთრი. ყავისფერი ადვილად ექვემდებარება წვას, თეთრი კი - ნაკლებად. ზრდასრულ ადამიანებში, ყავისფერი ცხიმი თეთრად გარდაიქმება. არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ რთულად წვადი თეთრი ცხიმების ყავისფერ მდგომარეობაში გარდაქმნა, თუმცა ასეთი ტიპის წამლებს უამრავი გვერდითი ეფექტი აქვს.
კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გამოიგონეს ნანო ნემსი, რომელსაც სხეულის კონკრეტულ არეალზე შეუძლია ზემოქმედების მოხდენა. ნანონაწილაკების დახმარებით, ორგანიზმის ნებისმიერ არეალში შედის ცხიმების ყავისფრად გარდამქმნელი ნაწილაკები. აღსანიშნავია, რომ სხეულთან შეხებისას, ნაწილაკები მხოლოდ ცხიმზე ზემოქმედებენ, რაც გვერდით ეფექტებს პრაქტიკულად გამორიცხავს.
კვლევა ACS Nano-ში გამოქვეყნდა, სადაც შედეგებმა უჩვენა, რომ რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ ცხიმების 20-პროცენტიანი გაქრობა და სისხლში გლუკოზის რაოდენობის შემცირება გამოიწვია, რაც დიაბეტიკი პაციენტების მკურნალობასა თუ პოსტოპერაციულ პერიოდს ამარტივებს და ფატალური დასასრულისგან იცავს.
ტექნოლოგია, რომლის დახმარებით გონებას ფიზიკური აქტივობის გარეშე მუსიკის ან წიგნის დაწერა შეუძლია
წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ მოთხრობა ან მუსიკალური სიმფონია მხოლოდ და მხოლოდ ფიქრით. თუ არ გჯერათ, გეტყვით რომ ჟურნალის რედაქტორმა, რომელიც სრულადაა პარალიზებული თვალების ხამხამით ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა.
მოწყობილობა გრაცის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში შეიქმნა და მას „ტვინის კომპოზიტორი“ ეწოდება, მის მოხმარებბლებს კი მუსიკის ან წიგნის წერა ფიქრით შეუძლიათ.
BCI (Brain–computer interface) მეცნიერების ახალი დარგია რომელიც სხეულის ჟესტებს პროგრამების კონტროლირებადი ფუნქციებით ანაცვლებს. BCI ტექნოლოგიებს შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრება სრულფასოვანი გახადონ.
როდესაც ვფიქრობთ, ადამიანის გონება იძაბება. BCI-ის აქვს უნარი წამის მემილიონედში დააფიქსიროს ცვლილების ფორმა და გარდაქმნას ის სასურველი ქმედებად. ჩვენი სამყარო განვითარების იმ კონდიციაზე იმყოფება, როდესაც შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების ნაცვლად შეზღუდული, მხოლოდ ხელმისაწვდომობაა. BCI ტექნოლოგიები მომავლია, ნათქვამია გრაცის უნივერსიტეტის კვლევაში.
კალამი რომელიც ერთი შეხებით კიბოს უჯრედებს პოულობს
დღესდღეობით, კიბოს უჯრედების ეფექტური დიაგნოსტირების ყველაზე გავრცელებული საშუალება „მოყინული სექციის ანალიზია“, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდება და ცდომილების შანსი 10-20 პროცენტია.
„მასშპეკის კალამი“ კონკრეტული ქსოვილის უჯრედებში მოლეკულებს ადარებს. მეტაბოლიტები წარმოქმნის უჯრედებს, რომლებიც განხვავდებიან ჯანმრთელი უჯრედებისგან. „მასშპეკის კალამს“ კი მყისიერად შეუძლია უჩვენოს უჯრედი ჯანმრთელია თუ სიმსივნური.
როდესაც კალამი ადამიანის კანს ეხება, პლასტირის წვერი გამოყოფს წვეთ სითხეს, რომელიც შთანთქავს ათასობით მეტაბოლიტს და აგზავნის მასიურ სპექტომეტრში.
კიბოს უჯრედებით დაავადებულ 253 ადამიანზე ჩატარებულმა ცდამ საოცარი სიზუსტე უჩვენა. მომავალი წლიდან იგეგმება „მასშპეკის კალმის“ ქირურგიულ პალატებში ინტეგრაცია. თუ ეს ასე მოხდა, ის გააუმჯობესებს უჯრედების კვლევის ხარისხსა და ექიმთა მიერ წარმატებულად ჩატარებული ოპერაციების რიცხვს.
მოწყობილობა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის დროს ზომავს.
ისურვებდით გამოგეთვალათ, რამდენი წელი შეძლებდით რომ გეცხოვრათ? ხელოვნური ინტელექტის დახმარებით თქვენ ეს ძალიან მალე შეგეძლებათ. რობოტი დაასკანერებს თქვენს ორგანოებს და გამოთვლის მათი ჯანმრთელად ფუნქციონირების პრაქტიკულად შეუცდომელ წლოვანებას.
ადელაიდის უნივერსიტეტის კვლევის შედეგები Nature journal Scientific Reports-ში გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ხელოვნურ ინტელექტს სამედიცინო ფოტოგრაფიის დახმარებით ადამიანის სიცოცხლიუნარიანობის გამოთვლა შეუძლია.
პროექტში მომუშავე მკვლევარებმა, 48 პაციენტის მკერდი ღრმა ალგორითმული სკანირებით გამოიკვლიეს. შედეგებმა უჩვენა, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების უმეტესობა 5 წელში დაიღუპებოდა. ტესტის შედეგები 69 პროცენტიანი სიზუსტით დასრულდა.
ღრმა კვლევის ტექნიკა ეს არის ალგორითმი, რომელიც სცნობს ყველა სასიცოცხლო ნიშანს და გარდაქმნის მას ციფრულ მოდელად, რომელსაც შემდგომ აკვირდება და იძლევა რეკომენდაციებს. რაც მეტი ინფორმაცია აქვს ხელოვნურ ინტელექტს, მით მეტად აკურატულია ანალიზსა და კალკულაციაში. სწორედ ამიტომ, შემდგომ ტესტირებაზე მეცნიერები ათობით ათასი რენდერირებული ფოტოს გაანალიზებას ეცდებიან. მკვლევართა განცხადებით, სულ მალე შესაძლებელი იქნება ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის ზუსტი თარიღის გამოთვლა და ამ ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი ტესტირების შედეგების გაანალიზებით შეძლებს.
ტიმ კოენი, ჟურნალი ფორბსის ლონდონის ფილიალის კონტრიბუტორი