აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ირჟი პრეცლიკათან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ჯაბა ფუტკარაძე სტუმარს აჭარაში არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე ესაუბრა. საუბარი ასევე აჭარის საინვესტიციო პოტენციალს, ზოგადად საინვესტიციო პროცესებს და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
სტუმარმა ხაზი აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაუსვა და ამ მიმართულებით ერთობლივი საქმიანობის მზაობა გამოთქვა.
მხარეებმა ასევე ეკონომიკისა და კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.