ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტარებს კონსერვატიული პარტიიდან განუცხადა, რომ ის თანამდებობას დატოვებს, თუ ისინი მხარს დაუჭერენ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ დოკუმენტს, რომელზეც შეთანხმება ლონდონმა და ბრიუსელმა გასული წლის ნოემბერში მიაღწიეს.
„მე ვემზადები იმისათვის, რომ დავტოვო ეს სამსახური ვადაზე ადრე, რომ გავაკეთო ის რაც არის სწორი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი პარტიისათვის“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.