ხვალ, 27 მარტს, 10:00 საათზე სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია პროფესიული გადამზადების პროგრამას გახსნის.
აღნიშნული პროგრამა, სხვა სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ხორციელდება და მიზნად ისახავს კადრების გადამზადებას შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პერსონალის მიწოდების მიზნით. ყოველწლიურად დაგეგმილია 50,000 - მდე ადამიანის პროფესიული გადამზადება, რომელიც პროგრამის გავლის შემდეგ შეიძენს შრომის ბაზრისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს, რაც მას დასაქმებაში დაეხმარება.
პროგრამის ოფიციალურ დაწყებას ასევე დაესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ების - ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.
მისამართი: თბილისი, ვარდების მოედანი, #1