საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა.
მთავრობის მეთაური ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort“-ის მშენებლობის ადგილს დაათვალიერებს და პროექტის პრეზენტაციას დაესწრება.
პრემიერ-მინისტრი აჭარის რეგიონში სტუმრობისას ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესს გაეცნობა.
დღის ბოლოს, მამუკა ბახტაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატლი თეატრის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრება, რასთან დაკავშირებითაც დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლის - „KLDIASHVILI.GE“ პრემიერა გაიმართება.