თებერვალში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 116.9 მლნ ლარით, ანუ 0.3 პროცენტით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების მოცულობამ, 2019 წლის პირველი მარტისათვის 38.9 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.5 პროცენტია.
2019 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.