დღეს, საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა.
გენერალური მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. ხვალ, იენს სტოლტენბერგი მთავრობის ადმინსტრაციაში პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდება.
ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.