ახალ ბულვარში საბავშვო კუთხე განახლდება. ბათუმის ბულვარმა ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობაზე ელექტრონული ტენდერი დღეს გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა ხის ატრაქციონების, კაუჩუკის საფარისა და ადაპტირებული სკამ-საქანელას მონტაჟი.
სატენდერო პირობები ითვალისწინებს ბავშვთა კუთხის ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალით მოწყობას და პრეტედენტის მხრიდან უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატების წარმოდგენას.
საბავშვო ატრაქციონების შესყიდვისათვის ბულვარის ბიუჯეტიდან 408 794 ლარია გამოყოფილი.