იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის სისტემაში მოქმედი 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირის გაერთიანების შესახებ განაცხადა. „უახლოეს ხანში განხორციელდება პრობაციის სისტემის რეფორმა, რომლის შედეგი იქნება პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის - ამ ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირის გაერთიანება და ასევე, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის რეფორმა. მთავარი აქცენტი კეთდება რესოციალიზაციაზე, რეაბილიტაციაზე, რომ ნაკლები დანახარჯებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის პირობებში", განაცხადა თეა წულუკიანმა.