პირველი კანონი, პრინციპი დემოკრატიის არის არჩევნების მერე აღიარება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“.
„მე ძალიან კარგად მახსოვს, 2006 წლის არჩევნები იყო და არჩევნების მერე თქვენთან მოვედი გადაცემაში და მკითხეთ, აღიარებთ თუ არა წაგებას და გითხარით, რომ კი ვაღიარებ წაგებას. ორი აზრი არ არის. ამითი იწყება და ამითი მთავრდება დემოკრატია. თუ პარტიები ამას ვერ ხვდებიან, მით უმეტეს, პარტიები, რომელსაც დასახელებაში ევროპული ჰქვიათ, ეს ძალიან სამწუხარო არის მათთვის. მაგრამ ამის მიუხედავად, ჯერ ერთი, მე ვარ არამხოლოდ აღიარებული, ვარ მიღებული ძალიან დიდი სითბოთი და ღიაობით ყველა იმ ქვეყნებში, სადაც ვიყავი და სადაც ჩავალ ალბათ ისეთივე იქნება და არანაირი კითხვის ნიშანი არ არის. ასე, რომ ეს ფურცელი დახურულია. მაგრამ ამავე დროს, მე ვარ პრეზიდენტი, იმ ხალხის, რომელმაც არ მომცა ხმა. არც ერთი პარტიის გადასაწყვეტი არ არის, აღიარება თუ არაღიარება, როცა უკვე პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა. პრეზიდენტი არის უკვე სახელმწიფო ინსტიტუტი. ამისი არაღიარება არის ქვეყნის და სახელმწიფოს შერყევა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.