ქვეყანას ჰყავდა ამდენი პრეზიდენტი, არც ერთი არ არის ბოლომდე აღიარებული ყველასგან. ეს ჩვენ გვასუსტებს, ქვეყანას და არა იმ ადამიანს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“. შეკითხვა, ოპოზიციის მიერ მის არაღიარებას ეხებოდა.
„სხვათა შორის, ეს არის ერთ-ერთი სისუსტე ალბათ ჩვენთან, რომ ვერ მივეჩვიეთ იმას, რომ არჩევნების მერე და რაღაცა პერიოდის შემდეგ... შეიძლება გქონდეს განსხვავებული მოსაზრება, არავინ არ არის იძულებული რომ უცებ გადაწყვიტოს, რომ მე ყველაფერში ვეთანხმები ან არაჩვეულებრივი... მაგრამ ინსტიტუტი მაინც არსებობს. ჩვენ გვქონდა ეს პრობლემა ყველა პრეზიდენტთან, პრაქტიკულად. დღემდე რჩება, პრო.. „ისტები“ და ვერ მოვახერხეთ ის რომ თუნდაც, პრეზიდენტების გარდაცვალების მერეც, იყოს ის შერიგება. ქვეყანას ჰყავდა ამდენი პრეზიდენტი, არც ერთი არ არის ბოლომდე აღიარებული ყველასგან. ეს ჩვენ გვასუსტებს, ქვეყანას და არა იმ ადამიანს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.