ბიძინა ივანიშვილს შევთავაზე მოსაზრება, რომელიც ეხება საკითხს, რომელშიც ძალიან არის ჩართული, და რომელიც ეხება თანამედროვე ხელოვნებას და სახელოვნებო ბაზრობას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“.
„ამ დილას შევხვდი ბიძინა ივანიშვილს... ცოტა დაბადების დღესთან დაკავშირებით და ცოტა ერთ კულტურულ გეგმასთან, რომელიც მაქვს და რომელიც ეხება სახელოვნებო ბაზრის შექმნას საქართველოში. მე მივედი, იმიტომ, რომ მინდოდა ამ თემაზე. ბევრ ადამიანებთან დავდივარ და არაფერი არ შემითანხმებია, შევთავაზე მოსაზრება, რომელიც ეხება საკითხს, რომელშიც ძალიან არის ჩართული, და რომელიც ეხება თანამედროვე ხელოვნებას და სახელოვნებო ბაზრობას, რომელზედაც ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს ჩემი საფრანგეთში ვიზიტებს დროს და მე მგონი, არის საინტერესო, ამ კუთხით შევხვდი, ეს არ ეხება არც პარტიას, არც მთავრობას. არც დამიმალავს რაზე შევხვდი. გეუბნებით, რომ არის ჩემი მოსაზრება, რომელზედაც შემიძლია ვესაუბრო დღეს ერთ ადამიანს, ხვალ მეორე ადამიანს. იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელზეც ბევრს შეიძლება ჰქონდეს ამაზე მოსაზრებები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.