ზოგჯერ, შეიძლება ვიფიქროთ იმაზეც, რომ [პრეზიდენტის] ფსიქიატრიული გადასინჯვაც მოხდეს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“.
“არც უხერხული არის, ძალიან სწორიც არის, მე ვთვლი, რომ უნდა იყოს არჩევნების წინ ჯანმრთელობის შემოწმება და შეიძლება, რეგულარულად დავაწესოთ, რომ ერთხელ წელიწადში იყოს, იმიტომ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი არის ქვეყნის პრეზიდენტი, სახელმწიფო დანიშნულება და სრულიად გამართლებულიც არის. ზოგჯერ, შეიძლება ვიფიქროთ იმაზეც, რომ ფსიქიატრიული გადასინჯვაც მოხდეს. ხუმრობითაც ვამბობ, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ეს საკითხი იდგა და დგას და ეს მოთხოვნაა საზოგადოების და ეს არც უხერხული არ არის და არც არაფერი”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.