გვაქვს ძალიან სერიოზული პოზიციები და არ უნდა მივეცეთ პესიმიზმს, - იმედი მაქვს, რომ ექვსი წლის თავზე ვიტყვი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“.
„გამოვყოფდი ევროკავშირს. იმიტომ, რომ ეს არის ჩემი მუდმივი ოცნება, რომ ევროპა გაძლიერდეს. იმიტომ რომ ჩვენ გავხდეთ ამ ევროპის ნაწილი და ის მიღება, რაც იყო ბრიუსელში, იყოს ამისთვის მნიშვნელოვანი. ეს იყო, როგორც უკვე აღვნიშნე, არა ჩემი, არამედ ეს იყო საქართველოს მიღება და ეს იყო ამსახველი იმის, თუ როგორ უყურებენ დღეს საქართველოს და რომ, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პოზიცია, რომელიც ყოველდღიურად ჩვენზე არის დამოკიდებული - ჩვენ ამას გავამართლებთ, გავაძლიერებთ, თუ არ გავაძლიერებთ. სამუშაო არის ჩვენს წინ, მაგრამ გვაქვს ძალიან სერიოზული პოზიციები და არ უნდა მივეცეთ, გაუთავებელ პესიმიზმს, რაც ძალიან მაღიზიანებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.