უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნდეს.
„ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე“, -დაწერა პოროშენკომ Facebook-ის გვერდზე.
მისი თქმით, კრემლი იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება ყირიმზე უარს იტყვის.
„მას დიდი იქმედი აქვს, რომ აირჩევენ ნებისმიერს, ოღონდ არა პოროშენკოს და რომ უკრაინის ახალი ხელისუფლება მუხლებზე დაუჩოქებს და ყირიმს აჩუქებს. ვერ ეღირსებიან. ჩვენ გავათავისუფლებთ ყირიმს“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს იმართება.