რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ საქართველოს პოზიცია არ შეუცვლია, _ ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
"რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ საქართველოს ხელისუფლებას თავის პოზიცია არ შეუცვლია და არც აპირებს. ჩვენ ისევ წინააღმდეგები ვართ, რადგანაც მოსკოვი დაკისრებულ ვალდებულებს არ ასრულებს", - განაცხადა კაპანაძემ.
აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის უილიამ ბერნსის განცხადებით, მოსკოვი და ვაშინგტონი 30 სექტემბრამდე დაასრულებენ შეთანხმებებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას ეხება.
"შეუთანხმებელ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა 30 სექტემბრამდე დასრულდება. რუსეთი ამ მიმართულებით საკმაოდ წარმატებულ ნაბიჯებს დგამს", _ განაცხადა "ინტერფაქსთან" ინტერვიუში უილიამ ბერნსმა.
მისი თქმით, რუსეთი ამჟამად, როგორც არასდროს ისე ახლოსაა ვმო-ში გაწევრიანებასთან.
"რუსეთმა მიაღწია პროგრესს ამ მიმართულებით და პრეზიდენტმა ობამამ რუსეთს აღუთქვა დახმარება ამ მიზნის მისაღწევად, როგორც თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობაში", _ განაცხადა ბერნსმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა აშშ დახმარებას აღმოუჩენს რუსეთს მისი ვმო-ში გაწევრიანების საკითხში მიმდინარე მრავალმხრივ მოლაპარაკებებში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანებას 1993 წლიდან ცდილობს. ვმო თავის რიგებში მსოფლიოს 150 სახელმწიფოს აერთიანებს. ვმო-ს ძირითად მიზანს მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა წარმოადგენს, ხოლო მსი ძირითი პრინციპებია: შიდა ბაზრის დასაცავად უპირატესად ტარიფული მეთოდების გამოყენება და არა რაოდენობრივი შეზღუდვებისა ან ანალოგიური მეთოდებისა; - ტარიფების დაფიქსირება გარკვეულ დონეზე, რომლის ზემოთაც ისინი აღარ გაიზრდება, ე.წ. "მიბმა" - ვაჭრობა დისკრიმინაციის გარეშე, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების მიერ ერთმანეთისათვის ,,უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის" მინიჭებას; - ეროვნული რეჟიმის დაცვას იმპორტული და ადგილობრივი საქონლისათვის თანაბარი უფლებებისა და პირობების უზრუნველყოფის საშუალებით, მასზე თანაბარი ადგილობრივი გადასახადების დაწესების დაცვით. ამდენად მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის ასეთი ორგანიზაციის წევრობა საკმაოდ მომგებიანია. 1999 წლის 6 ოქტომბერს ვმო-ს გენერალურმა საბჭომ ხელი მოეწერა ვმო-ს დამფუძნებელ მარაკეშის შეთანხმებაზე საქართველოს მიერთების ოქმს.
2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა ვმო-ში საქართველოს გაწევრიანების ოქმს და 2000 წლის 14 ივნისიდან საქართველო გახდა ვმო-ს 137-ე სრულუფლებიანი წევრი.