ფაბიო კაპელომ დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ იგი 2012 წელს დაასრულებს თავის მწვრთნელის კარიერას და მთლიანად ჩამოშორდება საფეხბურთო ცხოვრებას.
იტალიელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ იგი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატისშემდეგ დატოვებს ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს და ცხოვრებას გააგრძელებს, როგორც "ჩვეულებრივი მოხუცი".
" 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დავანებებ თავს ფეხბურთს და დავტოვებ ინგლისის ნაკრებს. ამ დროისთვის უკვე საკმაოდ მოხუცი ვიქნები და ცხოვრებას ისე გავაგრძელებ, როგორც ერთი ჩვეულებრივი
მოხუცი", - განაცხადა კაპელომ.