წყნეთში მიმავალი ავტობუსის დაგორების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ექვსი დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ერთი დაშავებული რომლის მდგომარეობა მძიმეა, რეგიონალურ ჰოსპიტალში მიიყვანეს.
ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმი აცხადებს, შემთხვევის შედეგად დაშავებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
"შემოყვანილია 6 პაციენტი. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა დანარჩენის შედარებითი მსუბუქია, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები,"-ამბობს ირაკლი ფირცხალაიშვილი.
შემთხვევა წყნეთის გზაზე დღეს დილით მოხდა. წყნეთში მიმავალ ავტობუსს მუხრუჭი დაუზიანდა, რის გამოც დაგორდა და ხეებს შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.