12 სექტემბერს, გაიმართა პრემიერლიგის მეოთხე ტურის მატჩები. ერთპიროვნულმა ლიდერმა - „ჩელსიმ" კვლავ მოახერხა გამარჯვების მოპოვება და პრემიერლიგას კვლავ სათავეში უდგას. ლონდონელებმა სტუმრად „ვესტ ჰემს" სძლიეს ანგარიშით 1-3.
არისტოკრატების უახლოესმა მადევარმა - „მანჩესტერ იუნაიტედმა" მოულოდნელად ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება აუტსაიდერ „ევერტონთან". საბოლოოდ მატჩი ძალიან უხვგოლიანი გამოდგა და 3-3 დასრულდა. "ევერტონის" ფეხბურთელებმა ბოლო ორი გოლი მსაჯის ძირითად დროზე დამატებულ ბოლო ორ წუთში გაიტანეს.
მეთოფეებმა საკუთარ ემირეიტსზე დამაჯერებლად დაამარცხეს სტუმრად ჩამოსული „ბოლტონი". პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გათანაბრდა ფრე 1-1, მაგრამ მეორე ნახევარში „არსენალის" ფეხბურთელები მოედანზე მოტივირებულები გამოვიდნენ და სამი უპასუხო გოლი გაიტანეს. საბოლოოდ 4-1 „არსენალის" სასარგებლოდ.
ყველასთვის მოულოდნელად, დებიუტანტმა „ბლექპულმა" სტუმრად „ნიუკასლი" დაამარცხა და თან ორი ბურთის სხვაობით. პირველი გოლი დებიუტანტებმა 44-ე, ხოლო მეორე გოლი 90-ე წუთზე გაიტანეს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე მოექცნენ. თუ ასე გააგრძელეს, შესაძლოა მომავალ წელს ისინი ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდნენ.
„მანჩესტერ სიტიმ", რომელსაც ამბიცია ჩემპიონობაზე აქვს, ვერ დაამარცხა საკუთარ მოედანზე „ბლექბერნი". ტანაც სტუმრები 56-ე წუთამდე ამარცხებდნენ მასპინძლებს. თუმცა, საბოლოოდ სიტის ფეხბურთელებმა მოახერხეს 1 გოლის გატანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 1-1 დაფიქსირდა.
დანარჩენ მატჩებში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა:
„ფულემი" 2-1 „ვულვზი"
„ვესტ ბრომვიჩი" 1-1 „ტოტენჰემი"
„უიგანი" 1-1 „სანდერლენდი"
პრემიერლიგის ცხრილი კი ამ დროისთვის ასე გამოიყურება:
ადგ. გუნდი თ მ ფ წ ბ.შ. ქ
1 ჩელსი 4 4 0 0 17-1 12
2 არსენალი 4 3 1 0 13-3 10
3 მანჩესტერი 4 2 2 0 11-5 8
4 ბლექპული 4 2 1 1 8-8 7
5 ფულემი 4 1 3 0 6-5 6
6 ასტონ ვილა 3 2 0 1 4-6 6
7 სიტი 4 1 2 1 4-2 5
8 ბირმინგემი 3 1 2 0 6-5 5
9 ვულვზი 4 1 2 1 5-5 5
10 სანდერლენ. 4 1 2 1 4-4 5
11 ტოტენჰემი 4 1 2 1 3-3 5
12 ბოლტონი 4 1 2 1 6-7 5
13 ნიუკასლი 4 1 1 2 7-6 4
14 ბლექბერნი 4 1 1 2 4-5 4
15 ლივერპული3 1 1 1 2-4 4
16 ვესტ ბრომვ. 4 1 1 2 2-8 4
17 უიგანი 4 1 1 2 2-11 4
18 ევერტონი 4 0 2 2 4-6 2
19 სტოკი 3 0 0 3 2-6 0
20 ვესტ ჰემი 4 0 0 4 2-12 0
"ჯი-ეიჩ-ენი", გიორგი კაკაბაძე