დღეს, 11 სექტემბერს, 17:00 საათზე, ვისოლის სპორტული კომპლექსი დიდ დიღომში რაგბიში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველ მატჩს უმასპინძლებს, სადაც "ვისოლი ყოჩები" ქუთაისის "აიას" შეერკინება. "ვისოლი ყოჩები" ჩემპიონატის პირველი წრის ფავორიტების დაძაბული თამაშის მოგებას გეგმავს.
"ქართული სპორტის განვითარება ვისოლის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. კომპანია ყოველწლიურად მილიონობით ინვესტიციას ახორციელებს ქართული რაგბის, ფეხბურთის, ველოსპორტის, ჭიდაობის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციისთვის. "ვისოლი ყოჩები" ლეგენდარული გუნდია, რომელთა დევიზი "ჩემპიონებად დაბადებულნი" შემთხვვით არაა. ჩვენ წელსაც ვგეგმავთ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოგებას", _ აცხადებს ვისოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ფხაკაძე.
ლეგენდარული ჟაკ ასპეკიანის მიერ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1959 წელს შექმნილი გუნდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან რაგბში საქართველოს ჩემპიონატის სამგზის, შვიდკაცა რაგბში საქართველოს ჩემპიონატის ხუთგზის და საქართველოს თასის ერთგზის მფლობელია.
კომპანია ვისოლმა 2008 წლის ივნისში შეისყიდა უძველესი ქართული რაგბის კლუბი "ყოჩები", რომელიც უკვე "ვისოლი ყოჩების" სახელით იღებს ასპარეზობებში მონაწილეობას. 2008 წლიდან ვისოლი სპორტის მიმართულებით უამრავ საინტერესო პროექტს ახორციელებს და მნიშვნელოვან სპორტულ ინფრასტრუქტურას ქმნის. რაგბის განვითარებისთვის კომპანიამ დიდ დიღომში ორი ღია მოედანი ააგო, რომელიც მზადაა უმაღლესი კლასის ჩემპიონატებს უმასპინძლოს.