კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე ოზურგეთის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.
დაკავებულია მინდია დოლიძე, რომელმაც მეწარმეს მშენებლობის ნებართვის აღებაში ქრთამის სახით გამოსძალა 13 000 აშშ დოლარი.
დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.