აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ შეიქო თავი საწვავის დაბალი ფასების გამო. მან ამის შესახებ დაწერა Twitter-ში, სადაც საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობს.
"აშშ-ში საწვავის ფასი ეცემა, რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განახორციელა ენერგეტიკის დერეგულაცია და ჩვენ ახლა გაცილებით მეტ ნავთობს ვაწარმოებთ, ვიდრე ოდესმე", - აღნიშნა მან.
"მაგრამ ეს ცუდი სიახლეა რუსეთისათვის. რატომ აკეთებს პრეზიდენტი ტრამპი ასე? ის ხომ კრემლისთვის მუშაობს", - დაამატა პრეზიდენტმა.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში მართლაც გაიზარდა გასულ წელს რეკორდულ ოდენობამდე - 11,7 მლნ ბარელი/დღე-ღამეში. ეს მაჩვენებელი აღემატება რუსეთსა და საუდის არაბეთში მოპოვების მაჩვენებელს.
დღეისათვის აშშ-ში ნავთობის მოპოვების პროგნოზები საკმაოდ პოზიტიურია. ზრდა მოსალოდნელია 2019 და 2020 წლებშიც.