საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა იყო როგორც რეგლამენტის, ასევე, გუნდურობის პრინციპის უხეში დარღვევა.
მისი თქმით, ამაზე არაერთხელ გაკეთდა კომენტარი.
"რაც შეეხება პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევას, იმ დროს, როცა ეს მოხდა, ეს იყო როგორც პროცედურული დარღვევა, რეგლამენტის უხეში დარღვევა, ასევე, გუნდურობის პრინციპის უხეში დარღვევა - ამაზეც ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი", - განაცხადა კობახიძემ.