საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი, ირაკლი ცირეკიძე (100 კგ-მდე წონით კატეგორიაში) შეხვედრაზე დაგვიანების გამო მსოფლიოს ჩემპიონატის გათამაშებიდან მოხსნეს. ამის შესახებ ჩემპიონატის მიმომხილველი ერთ-ერთი ტელეკომპანია იუწყება.
დღეს დილით, ტოკიოში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძეც ჩაერთო. მან ორი შეხვედრაც მოიგო - ჯერ უკრაინელ არტიომ ბლოშენკო დაამარცხა, შემდეგ უზბეკი რამზიდი საიდოვი. მისი მორიგი მეტოქე ორეიდის დესპანიე იყო, თუმცა ცირეკიძე საჭიდაო ტატამზე არ გასულა. გავრცელებული ინფორმაციით, ოლიმპიურმა ჩემპიონმა შეხვედრის შესახებ გვიან გაიგო და ამის გამო დააგვიანა.