აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.7 მლნ ბარელით ანუ 0,4%-ით შემცირდა და შეადგინა 439,7 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 8,1 მლნ ბარელით და შეადგინა 248,1 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები გაიზარდა 10,6მლნ ბარელით და შეადგინა 140 მლნ ბარელი.
აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 30 ათასი ბარელით დღე-ღამეში და შეადგინა დაახლოებით 7,4 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.
ნავთობის მოპოვებამ აშშ-ში შეადგინა 11,7 მილიონი ბარელი/დღეში, რაც 100 ათასი ბარელით აღემატება წინა კვირის მაჩვენებელს.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში შემცირდა 0,8 მლნ ბარელით და შეადგენს 649,1 მლნ ბარელს.