კი გინდათ სერიალების ყურება, მაგრამ არ არის საჭირო ვითარების ზედმეტად გამძაფრება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც მას ჰკითხეს, ვინაიდან ის "ქართული ოცნების" დღევანდელ შეხვედრას არ ესწრება, ნიშნავს თუ არა, რომ შესაძლოა, გუნდი მას ემიჯნებოდეს.
ბესელიას განცხადებით, ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ალბათ, განმარტებები გაკეთდება.
"მგონია, რომ უმრავლესობის სხდომა არ არის. შესაძლოა, ისეთი ფორმატია, რომ ბიუროს შემადგენლობის მიხედვით იმართება. ალბათ, გაკეთდება განმარტებები. ფორმატზე უნდა კითხოთ, ვინც დაგეგმა შეხვედრა. შესაძლოა, ბიუროს ფორმატის შეხვედრაა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ასეთი შეხვედრები იმართებოდა ხოლმე",- უთხრა ბესელიამ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, კაჭრეთში "ქართული ოცნების" სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.