გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ბენზინით ღუმელის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც სახლში ხანძარი გაჩნდა.
მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსა.
შემთხვევის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე ოთახის იატაკი. ასევე დამწვარია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.
შემთხვევის ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.