ფოთში H1N1 ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ქალი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციით, პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს.
ექიმების განცხადებით, ჩატარებული ანტივირუსული მკურნალობის მიუხედავად პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და ის გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით 9 ადამიანია გარდაცვლილი.