საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუფთა-ონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
მათი ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუფთა-ონის საავტომობილო გზის 57-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.