ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპია.
ექიმების თქმით, პაციენტმა საავადმყოფოს სიმპტომების უკიდურესად გართულების შემდეგ მიმართა, მას ორივე ფილტვის მწვავე პნევმონია დაუდგინდა.
მათივე განმარტებით, ორ დღეში დადგინდება, იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი, თუმცა მათივე თქმით, ყველა სიმპტომი, რომელიც მამაკაცს აღენიშნებოდა, მიუთითებს, რომ გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი გახდა.