რეალურად სასამართლოში ამ კლანის შენარჩუნება სურს ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნებაში" არსებული ბრძოლის ერთადერთი დანიშნულება ბიძინა ივანიშვილის კარზე შიდა ძალაუფლების გადანაწილებაა.
„რეალურად სასამართლოში ამ კლანის შენარჩუნება სურს ბიძინა ივანიშვილს. ის კორუფცია, რომელიც არის ქვეყანაში და ქმნის სერიოზულ პრობლემებს სურს ბიძინა ივანიშვილს და ჩართულები არიან მისი მინისტრები და მისი ოჯახის წევრები. ასე რომ, ამ ბრძოლის ერთადერთი დანიშნულება არის ბიძინა ივანიშვილის კარზე შიდა ძალაუფლების გადანაწილება, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს არც სასამართლო სისტემაში მდგომარეობის გამოსწორებასთან, არც კორუფციის დამარცხებასთან, არც ქვეყანაში სიღარიბის დამარცხებასთან, თუ სხვა პრობლემების მოგვარებასთან“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.