დღეიდან, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება.
2019 წლის 1-ელი იანვრიდან საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდება ყველა საქართველოში დასაქმებული საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის ქალების შემთხვევაში ჯერ არ ქონდა შესრულებული 55 წელი, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში ჯერ არ ქონდა შესრულებული 60 წელი.
საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა საქართველოს ყველა დასაქმებული მოქალაქისთვის და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის ჯერ არ ქონდა შესრულებული 40 წელი.
საპენსიო შენატანები - საპენსიო სქემაში მონაწილე დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო სააგენტოში მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადაირიცხება დარიცხული ხელფასის 2%. დამატებით, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დამსაქმებელს და სახელმწიფო ხაზინას შეაქვთ დარიცხული ხელფასის 2% თითოეულს.
მაგალითი: დასაქმებულის დარიცხული ხელფასი შეადგენს თვეში 1000 ლარს. საპენსიო სქემაში მონაწილეობამდე, დასაქმებული, საშემოსავლო გადასახადის გამოკლების შემდეგ ხელზე მიიღებდა 800 ლარს. საპენსიო სქემაში მონაწილეობის შემთხვევაში, დარიცხული ხელფასის 2%, ანუ 20 ლარი, გადაირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, დარჩენილი თანხიდან 1000-20=980 ლარი, დაკავდება 20% საშემოსავლო გადასახადი და მონაწილე ხელზე აიღებს 784 ლარს. საპენსიო სქემაში მონაწილეობის შემთხვევაში, დასაქმებულმა ხელზე აიღო 800-784=16 ლარით ნაკლები განკარგვადი თანხა. სანაცვლოდ, მონაწილეს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ჩაერიცხა 20 ლარი საკუთარი შენატანი, 20 ლარი დამსაქმებლის შენატანი და 20 ლარი სახელმწიფოს შენატანი, სულ - 60 ლარი. ფაქტობრივად, მონაწილემ განახორციელა 16 ლარის ურისკო „ინვესტიცია“ და მიიღო (60-16)/16 = 275% მყისიერი ამონაგები. სახელმწიფო ხაზინა საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ურიცხავს დარიცხული ხელფასის 2%-ს ვიდრე დასაქმებულის დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა არ მიაღწევს 24,000 ლარს წლიურად. ამის შემდეგ, სახელმწიფო ხაზინა დასაქმებულს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ურიცხავს დარიცხული შემოსავლის 1%-ს მანამ, სანამ დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა გადააჭარბებს 60,000 ლარს წლიურად, რის შემდეგაც სახელმწიფო ხაზინა დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანებს აღარ განახორციელებს. თვითდასაქმებული საპენსიო სქემის მონაწილე, რომელიც განიხილება როგორც საკუთარი თავის დამსაქმებელი, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ჩარიცხავს თავისი დაუბეგრავი შემოსავლის 2%+2%=4%-ს, ხოლო სახელმწიფო ხაზინა ასეთ მონაწილეს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ჩაურიცხავს დაუბეგრავი შემოსავლის 2%-ს.
- ვისზე ვრცელდება დაგროვებითი საპენსიო რეფორმა?
რეფორმა ვრცელდება იმ საქართველოს მოქალაქეებზე, გარდა საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არ მქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან.
- ვისზე არ ვრცელდება დაგროვებითი საპენსიო რეფორმა?
რეფორმა არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არ არიან დასაქმებულები.
- ვინ ითვლება დასაქმებულად?
დასაქმებულად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს გარკვეულ სამუშაოს იმ ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით ან/და
- ვინ ითვლება თვითდასაქმებულად?
თვითდასაქმებული არის, ინდივიდუალური მეწარმე, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება გადასახადის წყაროსთან დაკავებას.
- ვისთვის არის სავალდებულო საპენსიო შენატანის განხორციელება?
2019 წლის 1 იანვრიდან საპენსიო შენატანის გადახდა ევალება ყველა დასაქმებულს და მის სასარგებლოდ ყველა დამსაქმებელს და სახელმწიფოს. ამასთან, იმ დასაქმებულ პირს, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდა 40 წელი ან მეტი, 2019 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით შეეძლება საპენსიო სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვის გზით საპენსიო სქემიდან გასვლა. ასეთ შემთხვევაში მას, ასევე მის დამსაქმებელს და სახელმწიფოს სრულად დაუბრუნდებათ შესაბამისად განხორციელებული საპენსიო შენატანები.
- ვისთვის არის ნებაყოფლობითი შენატანების განხორციელება?
ნებისმიერი თვითდასაქმებული საპენსიო სქემაში წევრიანდება ნებაყოფლობით. ასევე, საპენსიო სქემაში ნებაყოფილობით შეუძლიათ გაწევრიანდნენ დასაქმებული ქალები, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 55 წელი ან მეტი და დასაქმებული მამაკაცები, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 60 წელი ან მეტი.
- რა მოცულობით და ვის მიერ განხორციელდება საპენსიო შენატანები დასაქმებულის სასარგებლოდ?
თავად დასაქმებული ახორციელებს შენატანს მისი დაუბეგრავი შემოსავლის 2%-ის ოდენობით. ასევე დამსაქმებელს და სახელმწიფოს დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შეაქვთ დასაქმებულის დაუბეგრავი შემოსავლის 2% თითოეულს.
- რა მოცულობით და ვის მიერ განხორციელდება საპენსიო შენატანები თვითდასაქმებულის სასარგებლოდ?
თვითდასაქმებული განახორციელებს შენატანს თავისი დაუბეგრავი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, ხოლო მის სასარგებლოდ სახელმწიფო თვითდასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხავს მისი დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.
- დაცულია თუ არა საპენსიო აქტივები?
საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება მხოლოდ კანონის მოთხოვნათა დაცვით და საინვესტიციო პერიოდში ამონაგების მიღების მიზნით კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებით. საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან და მასთან დაკავშირებული საკითხების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესი რისკების კუთხით კონტროლდება დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურის საშუალებით და, სხვაგვარად, აქტივების დაცულობა უზრუნველყოფილია საქართველოს მოქმედი
- როდის არის შესაძლებელი პენსიის გატანა?
პენსიის გატანა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შესაძლებელია მხოლოდ საპენსიო ასაკში, რომელიც მამაკაცების შემთხვევაში წარმოადგენს 65 წელს, ხოლო ქალბატონების შემთხვევაში 60 წელს. ამასთან, ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გადაავადოს პენსიის მიღება მისი საჭიროებებიდან გამომდინარე ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოს საპენსიო თანხის ერთიანად მიღება.