ჩრდილო ოსეთის ხელმძღვანელი თაიმურაზ მამსუროვი აცხადებს, რომ ვლადიკავკაზის საკოლმეურნეო ბაზარში აფეთქება ტერორისტმა-თვითმკვლელმა განახორციელა "ვოლგის" მარკის ავტომობილით.
აღნიშნულ აფეთქებას, ბოლო ინფორმაციით, 8 ადამიანის სიცოცხლე შეწირა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიკავკაზის ბაზარი ამჟამად ალყაშემორტყმულია და სასწრაფო დახმარების ავტომობილებს დაჭრილები ჯერაც გადაჰყავთ. დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა ჯერ ჯერობით უცნობია, თუმცა სხვა და სხვა მონაცემებით დაჭრილია ათობით ადამიანი.
აღნიშნულ ფაქტზე ჩრდილო ოსეთის მიმართულებით რუსეთის გენპროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე "ტერორიზმის" მუხლით აღძრა.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრ მედვედევმა კი შექმნილი მდგომარეობის გამო ჩრდილო-კავკასიასI თავის რწმუნებულს ვლადიკავკაზში ჩასვლა დაავადა. ამას გარდა, ჩრდილო ოსეთის მიმართულებით მოსკოვიდან საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავი გაიგზავნა, რომელმაც, საჭიროების შემთხვევაში დაჭრილები მოსკოვში უნდა გადაიყვანოს.