40 ოჯახს აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა.
"ბევრი ოჯახი ცხოვრობდა სახლებში, რომელთა დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა.
შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის გადაწყვეტილებით 40 ოჯახს აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ გადაეცა კერძო საკუთრებაში.
მინდა მივულოცო მათ - ისინი ახალ წელს საკუთარ სახლებში შეხვდებიან", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.