მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულეს.
ყველაზე ახლოს მედალთან 60 კილოგრამში მოჭიდავე რევაზ ლაშხი იყო. იგი რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ - ლაშა გოგიტაძე (55 კგ), მანუჩარ ცხადაია (66 კგ), მანუჩარ კვირკველია (74 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ), სოსო ჯაბიძე (96 კგ), გურამ ფერსელიძე (120 კგ).
10-12 სექტემბერს ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გამოვლინდებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ბესიკ გუჩაშვილი (55 კგ), მალხაზ ქურდიანი (60 კგ), ოთარ თუშიშვილი (66 კგ), გელა საღირაშვილი (74 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ), გიორგი გოგშელიძე (96 კგ) და ლევან ბერიანიძე (120 კგ).