მმართველ გუნდში გარკვეულ საკითხებზე სერიოზული უთანხმოებაა, მაგრამ კარგია, რომ ეს პრინციპების დონეზე არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არავინ დაობს იმაზე, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე.
„კონკრეტულ საკითხებსა და გადაჭრის გზებზე გაუგებრობა დღესაც დაფიქსირდა, თუმცა ამაზე კონსენსუსი მიიღწევა. გუშინ გუნდმა და პარლამენტმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღნიშნული საკითხი ფორსირებულ და ნაჩქარევ რეჟიმში არ განხილულიყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.