ფოთში " სილქნეტის" ოფისი გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა შენობაში მინის კარის გატეხვით შეაღწიეს და მობილური ტელეფონები წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
მათივე ცნობით, პოლიციამ დანაშაულზე ორი არასრულწლოვანი დააკავა.