პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთი წლის თავზე ორი აქცია გაიმართება.
საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით, ერთი აქცია-პერფომანსი ე.წ. მოდულის შენობასთან, ხოლო მეორე პარლამენტის წინ, 15:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილი ერთი წლის წინ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გასროლილი ტყვიით თავის არეში დაიჭრა, ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.