ვარდისფერი ქუდის რა გითხრათ, მაგრამ ვარდისფერი სათვალეებით ნამდვილად უყურებს ამ რეალობას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომის დატოვების შემდეგ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მისამართით განაცხადა.
მისი თქმით, ეს თბილისის საკრებულო კიარა, ნოტარიუსთა პალატაა, სადაც საბოლოო ჯამში მაინც იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც უმრავლესობას ჰქონდა.
"ჩვენ ვნახეთ მისი ერთი წლის ანგარიში, სადაც ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის. რა კითხვებიც იყო ბიუჯეტთან დაკავშირებით, კომისიების სხდომებზეც ყველა კითხვა დავსვით. უბრალოდ ეს საკრებულო ხომ არ არის, ესაა ნოტარიუსთა პალატა, სადაც საბოლოო ჯამში მაინც იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც უმრავლესობას ჰქონდა. უმრავლესობას რა აზრი ჰქონდა ხომ ვნახეთ, გამარჯობა - ტაში, ნახვამდის - ტაში, შუაში კიდე რამდენჯერმე ტაში. ფაქტობრივად, მეტაშეები ჰყავთ საკრებულოში დეპუტატების ნაცვლად", - განაცადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. სხდომას ოპოზიციის წევრები არ ესწრებიან.